14-15 მარტს, თბილისში ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გაიმართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს.
მანამდე მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეგიონულ ამბასადორიალში მონაწილეობენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მაღალი რანგის პირები; მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე, თურქეთსა და ავსტრიაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელები.
„ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გარკვეული პერიოდულობით იმართება და კონკრეტული რეგიონის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის განხილვის მნიშვნელოვან ფორუმს წარმოადგენს.
ამბასადორიალს საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ შეჩინსკი მასპინძლობს.
ამავე ღონისძიებაში გარდა სხვადასხვა ქვეყნებში ევროკავშირის წარმომადგენლებისა, მონაწილეობას ბრიუსელიდან ჩამოსული მაღალი რანგის პირებიც მიიღებენ. მათ შორის, მაღალი რანგის პირები ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურიდან და ევროკომისიიდან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.