ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს მანჩესტერ სიტი და ლაიფციგი დაუპირისპირდებიან, პირველ მატჩში გვარდიოლას გუნდმა სტუმრად ფრედ 1:1 იტამაშა და ინგლისელებს ყველაფრის გადაწყვეტა ეტიჰადზე მოუწევთ. გერმანიაში გამართულ შეხვედრაში ანგარიში მაჰრეზიმ გახსნა, გვარდიოლმა კი თავური დარტყმით გაათანაბრა. ეს გუნდები აქამდე სულ სამჯერ შეხვდნენ ერთი სიტის გამარჯვებით ერთი ლაიფციგის ერთი კი ფრედ დასრულდა. პირველად ისინი ერთმანეთს 2021 წელს შეხვდნენ და ინგლისში შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 6:3 დასრულდა, განემეორებით შეხვედრაში კი ლაიფციგმა 2:1 მოიგო. ამ გუნდების ბოლო თამაშის შემდეგ სიტიმ 4 დან 4 შეხვედრა მოიგო ჯამში 10 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა, გვარდიოლას გუნდი შეხვედრას დანაკლისის გარეშე ხვდება. ლაიფციგმა ბუნდესლიგაში 2 მატჩი მოიგო და ერთიც დორტმუნდთან დათმო, გერმანელებს განმეორებით შეხვედრაში ნკუნკუ დიალო და შლაგერი ვერ დაეხმარებიან.
მეორე მატჩში პორტუგალიური პორტო მილანის ინტერს უმასპინძლებს, პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის ინტერის გამარჯვებით დასრულდა, მატჩის ერთადერთი გოლი ლუკაკუმ გაიტანა. პორტო ინტერს ისოტირაშ 5 ჯერ შეხვდა და მათი თამაში ფრედ არასდროს დასრულებულა, 4 გამარჯვება იტალიელების მხარესაა ერთხელ კი პორტუგალიელებმა იმარჯვეს. სერია ა-ს ბოლო ტურში ინტერი ბევრისთვის მოულოდნელად სპეციასთან დამარცხდა, მილანელები 50 ქულით მეორე ადგილზე არიან და 18 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ ნაპოლის. რაც შეეხება პორტოს, კონსეისაოს გუნდი 57 ქულით მეორე ადგილზეა და 8 ქულით ჩამორჩებიან ცხრილის ლიდერ ბენფიკას.