სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რიკოთზე ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე ფერდია ჩამოშლილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეხმიანება. უწყება ამბობს, რომ უბისა-შორაპნის მონაკვეთზე, უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული ზედაპირი ჩამოშალა და დააზიანა გარე ბეტონის სექცია.