ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტზე დაკავებულ 64 წლის მამაკაცს ბრალს დღეს წარუდგენენ. ის პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე. ბულვარში ძლიერი ქარის გამო ბატუტი 2 დღის წინ გადაბრუნდა, რა დროსაც ატრაქციონზე ორი ბავშვი იმყოფებოდა. ერთი გარდაიცვალა, მეორე კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.