უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ახლა ძალიან მძიმე და მტკივნეული სიტუაციაა, მაგრამ იქ წყდება ქვეყნის მომავალი.
„აღმოსავლეთში სიტუაცია ძალიან მძიმეა, ძალიან მტკივნეულია. მტრის სამხედრო ძალა უნდა განადგურდეს და ჩვენ მას გავანადგურებთ. ბელოგოროვკა და მარინკა, ავდიივკა და ბახმუტი, ვუჰლედარი და კამენკა - და ყველა სხვა ადგილი, სადაც ახლა წყდება ჩვენი მომავალი. სადაც ჩვენი მომავალი იბრძვის - ყველა უკრაინელი“, - ანიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 13 მარტს, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში ბახმუტის ირგვლივ ვითარება რთულია - ოკუპანტები არ ტოვებენ თავდაცვითი ხაზის გარღვევისა და ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილების მცდელობებს, მაგრამ მძიმე დანაკარგებს განიცდიან.