ჩრდილოეთ ოსეთში საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთში შემოსული ადამიანების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა. გასული კვირის განმავლობაში ზემო ლარსის საგუშაგო 14 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის რეგიონის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ორივე მიმართულებით 26 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემოსული ადამიანების რიცხვი გაიზარდა - 14 000-ზე მეტი ადამიანი“ , - განუცხადა ტომაევმა „რია ნოვოსტის“.
სააგენტო წერს, რომ ინფორმაცია რუსეთის შესასვლელებთან საცობების შესახებ გასულ კვირას საქართველოში საპროტესტო აქციების ფონზე გაჩნდა.