საქართველოს ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მორიგი ხმაურიანი განცხადება. მისი განმარტებით, პოლიტიკოსთა ნაწილი საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებს, რისი მიზანიც მთავრობის შეცვლა იქნება. მისივე განმარტებით, რუსეთზე გამარჯვება საქართველომ და უკრაინამ ერთად უნდა იზეიმონ.
ვანო მერაბიშვილის ამ განცხადებებს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. "ოცნებაში" ამბობენ, რომ ამ გზავნილით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა. მერაბიშვილის განცხადების შინაარს იზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილიც.