საქართველოში ფაქტობრივად ყველა წისქვილკომბინატი დახურულია. წისქვილების გაჩერება თავის მხრივ სერიოზულ პრობლემებს უქმნის ქართველ ფერმერებს, რადგან მათ აქვთ საკმაო რაოდენობის ქართული ხორბალი რომელსაც ვერ აბარებენ, შესაბამისად ვერ ფარავენ საბანკო და სხვა ვალდებულებებს. უსახსრობის გამო ვერ ემზადებიან ახალი სეზონისათვის და ვერ ახერხებენ სახნავ სათესი მასალების და შხამ ქიმიკატების შეძენას.
გასულ წელს იყო მოლოდინი, რომ ფქვილის იმპორტი შედარებით სიიაფის გამო ააცილებდა ქვეყანას პურის ფასის გაძვირებას, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ გვახოვს რომ პური მაინც გაძირდა გასულ წელს 34 %ით. ბაზარზე იყო მოლოდინი, რომ 2023 წელს მცურავი ბაჟი გაუქმდებოდა და ამას ითხოვდნენ მათ შორის რუსი ფერმერებიც, ამას მოწმობს მათ მიერ შეგროვებული მრავალათასიანი ხელმოწერები. თუმცა 2023 წლის დასაწყისში რუსეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა რომ უახლოესი წლების განმავლობაში რუსეთში საექსპორტო მცურავი ბაჟის მექანიზმი ხორბალზე არ გადაიხედება და მეტიც, უახლოესი გეგმებით ხელი შეეწყობა მსოფლიო ბაზრებზე რუსული ფქვილის ექსპორტს, რაც პირველ რიგში ისევ და ისევ გეოგრაფიული სიახლოვის გამო საქართველოზე მკვეთრად უარყოფითად აისახა.
დღეს რუსეთიდან გაყიდული ფქვილის ყოველი მეხუთე პარტია საქართველოში შემოდის, რაც ცუდი სტატისტიკაა. პრობლემები კომპლექსურია და საკმაოდ მწვავეა. ერთი მხრივ დაცული უნდა იყოს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება და მეორეს მხრივ, პურის ფასი მაქსიმალურად იყოს დაზღვეული, ფერმერებს ჰქონდეთ მოტივაცია ხორბლის მოყვანის და შესაბამისად გაიზარდოს ქვეყნის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი.
ყველა ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მთავრობას სთავაზობს გეგმას, რაც მათი შეფასებით აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრაში დაეხმარება ქვეყანას - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი ლევან სილაგავა