გრძელ, შავ ანაფორაში ჩაცმული ქალი ბოლო რამდენიმე კვირაა გლდანის მოსახლეობას აშინებს. ადგილობრივები პანიკაში არიან და ამბობენ, რომ ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს; ცდილობენ, დღის არცერთ მონაკვეთში ბავშვები ქუჩაში მარტო აღარ გაუშვან.
ბოლო ინციდენტი 2 დღის წინ მოხდა, როცა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილები საბავშვო ბაღში მიჰყავდა. ის თავს დაესხა და ბავშვების თვალწინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მის მცირეწლოვან შვილებზე კი ფსიქოლოგიურად იძალდა.
ქალი, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, გლდანის მე-6 მიკროში ცხოვრობს და ხშირად იმ პარკში იმყოფება, სადაც დღის განმავლობაში უამრავი ბავშვი თამაშობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის შვილმკვდარი დედაა. დაზრალებულებმა უკვე მიმართეს პოლიციას და თავდამსხმელის ფიზიკური მონაცემებიც აღუწერეს. ასევე სოციალურ ქსელში ვრცელდება თავდამსხმელის ფოტოებიც.
დაზარალებულების თქმით, ქალი, ძირითადად, მაშინ ხდება აგრესიული, როცა ქუჩაში ორსულებს და ბავშვებს ხედავს.
ფაქტს სოციალურ ქსელში გლდანის გამგებელი კოტე ზარნაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მომხდარის საქმის კურსშია და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.