10 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ, ბათუმის ბულვარში დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაშავებული ბავშვი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ბათუმის ბულვარში დამონტაჟებული ბატუტი გაიტაცა, რომელზეც ბავშვები იმყოფებოდნენ. დაშავებული მცირეწლოვანები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “პალიტრანიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.