კომპანიამ „Royal Caribbean International“-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო გემი „Icon of the Seas“ წარმოადგინა.
ეს არის 5610 მგზავრზე გათვლილი 365 მეტრი სიგრძის გემი, სადაც 3000 კაიუტაა განთავსებული. შედარებისთვის, ცნობილი „ტიტანიკის“ სიგრძე 269 მეტრის იყო და ის მხოლოდ 2500 მგზავრს იტევდა.
„Icon of the Seas“-ზე 20 გემბანი და რვა თემატური ბლოკია, სადაც თითოეულს საკუთარი გასართობი ზონა აქვს. გემს ნამდვილი მწვანე პარკი აქვს, სადაც ათასობით ცოცხალი მცენარე ხარობს.
გარდა ამისა, შვიდი საცურაო აუზის კომპლექტი, მსოფლიოში უდიდესი აკვაპარკი და რამდენიმე გემბანი რესტორნებითა და მაღაზიებით მდებარეობს.
თხევად გაზზე მომუშავე გემი მოგზაურებს ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის სანაპიროების ტურებს სთავაზობს. Icon of the Seas ერთი წლის შემდეგ წყალში ჩაუშვებენ, 2024 წლის დასაწყისში კი ის თავის პირველ კრუიზში გაემგზავრება.