საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შს ყოფილმა მინისტრმა აღიარა, რომ მათი მიზანი არის რუსეთის წინააღმდეგ ომის წარმოება.
პრემიერის განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ მათი ამოცანაა, გადატრიალება და ომის დაწყება.
„მერაბიშვილმა დაადასტურა, თქვა, რომ მათი ამოცანა, მათი მიზანი არის ხელისუფლების გადატრიალება, ხელისუფლების შეცვლა და ომის დაწყება. კაცმა აღიარა, რომ მათი მიზანი არის ომის წარმოება რუსეთის წინააღმდეგ, ანუ მეორე ფრონტის გახსნა, რასაც ვუყვებოდით ჩვენს საზოგადოებას, ხალხს მთელი ერთი წლის განმავლობაში. ყველა ეს პროვოკაცია, დაწყებული სააკაშვილის შემოგზავნით, დამთავრებული უამრავი პროვოკაციით, რომელიც თავიდან ავიცილეთ, დასრულებული რამდენიმე დღის წინანდელი აქციებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა "იმედის" ეთერში.