ვანო მერაბიშვილის განცხადებას ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ეხმაურება. მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ მერაბიშვილის გზავნილები ქართული საზოგადოების ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ ცუდ სამსახურს უწევს. მისივე შეფასებით, ვანო მერაბიშვილის აზრი ადამიანთა იმ ჯგუფს აინტერესებს, ვინც პირადი გავლენების მოსაპოვებლად იბრძვის.