რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთს მონაწილეობა ჯერ არ მიუღია შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებებში.
“ამ თემაზე მოლაპარაკებები არ ყოფილა, განსაკუთრებით რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით“, - განაცხადა ზახაროვამ.
ლავროვის უწყების პრეს-სპიკერის თქმით, შეთანხმების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი რუსეთის დელეგაციასა და გაეროს მაღალი რანგის ოფიციალურ პირს, რებეკა გრინსპანს შორის ჟენევაში, 13 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, გასული წლის ივლისში გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა შემუშავდა. ის გასული წლის ნოემბერში გახანგრძლივდა და მისი ვადა 18 მარტს იწურება.