მერაბ დვალიშვილმა რუსი მეტოქე პიოტრ იანი დაამარცხა - Palitra News

მერაბ დვალიშვილმა რუსი მეტოქე პიოტრ იანი დაამარცხა

2023-03-12 12:02:19+04:00

მერაბ დვალიშვილმა ყოფილი ჩემპიონი, რუს პიოტრ იანი UFC-ის მთავარ ბრძოლაში დაამარცხა.

ქართველი და რუსი სპორტსმენის დაპირისპირება ხუთი რაუნდის მანძილზე მიმდინარეობდა და ხუთივეში დვალიშვილს უპირატესობა ჰქონდა. სამივე მსაჯის გადაწყვეტილებით, მერაბმა ხუთივე რაუნდი მოიგო და ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, მერაბ დვალიშვილს ჩემპიონის ქამარს ერთი ნაბიჯი აშორებს.

ქართველ სპორტსმენს 16 ორთაბრძოლა აქვს მოგებული.