სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მოთხოვნით, პარლამენტთან პარტია გირჩის მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და სტუდენტებმა მიიღეს. აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნებაყოფლობითად მოხდა იყო, იმისათვის რომ ახალგაზრდებს პროფესიის არჩევა საკუთარი სურვილით შეეძლოთ. აქციის მოთხოვნა გაიზიარეს სტუდენტებმაც, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან იყვნენ შეკრებილები. მათი თქმით იმ შემთხვევაში თუ სამხედრო სამსახური სავალდებულო იქნება, სტუდენტებს საკუთარ მომავალსა და კარიერაზე უარის თქმა მოუწევთ, რაც მთავარ პრობლემას წარმოადგენს.