სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მოთხოვნით, პარლამენტთან პარტია გირჩის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სტუდენტები იღებენ. აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნაა სამხედრო სამსახური არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი იყოს და საზოგადოებას საკუთარი სურვილით შეეძლოს პროფესიის არჩევა. როგორც გირჩის ლიდერები განმარტავენ, სავალდებულო გაწვევას თავდაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან ქვეყანაში ჯარისკაცის პროფესია არ ფასდება, ახალგაზრდებს კი სამხედრო სამსახურში შესაბამის პირობებს არ უქმნიან.