„გირჩსგან“ განსხვავებული პოზიცია აქვთ პარტია „მოქალაქეებს“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი ფიქრობს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა ყველასთვის აუცილებელია, რადგან ძლიერი ჯარი საქართველოს თავდაცვის უნარიანობას გააძლიერებს. „გირჩის“ მიერ დაანონსებულ აქციას პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებელი" უერთდება. თუმცა პარტიის წევრები მოთხოვნების მხოლოდ ნაწილს იზიარებენ. რაც შეეხება საკითხზე მოძრაობა ,,ხალხის ძალის“ პოზიციას, აქციას არ უერთდებიან და არც იმ მოთხოვნას იზიარებენ, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას შეეხება.