2023 წლის 12 თებერვალს რიანა 5 წლის შემდეგ პირველად ავიდა სცენაზე. ის Super Bowl-ზე გამოვიდა და საკუთარი ჰიტები შეასრულა. მომღერალმა წამოზრდილი მუცლით მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ზოგიერთი გულშემატკივარი ვარაუდობდა, რომ მან მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომა ვერ მოახერხა, თუმცა ზოგი ამბობდა, რომ რიანა ორსულად იყო. მეორე ვარაუდი გამართლდა. მომღერალი მეორე შვილს ელოდება. ხოლო მე-9 ალბომის გამოსვლა ჯერჯერობით გადაიდო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე რიანამ მეორე ორსულობის შესახებ ჟურნალისტებს შეფარვით განუცხადა, მაგრამ მაშინ ამის შესახებ ვერავინ წარმოიდგენდა. "სცენაზე ვიღაცასთან ერთად ვაპირებ გამოსვლას, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ მას დაინახავთ." - თქვა ჟურნალისტებთან.
რიანამ აღიარა, რომ ბევრს ფიქრობდა, გამოსულიყო თუ არა ამ შოუზე, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა, რომ მონაწილეობა მიეღო: "როდესაც დედა ხდები, მთლიანად იცვლები და ეს გაიძულებს, დაიჯერო, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. სუპერ-ბოული ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა იყო და ამ სპექტაკლის ყურება ჩემი შვილისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია."- ამბობს მომღერალი.