Victoria’s Secret-მა 2022 წლის ბოლო 3 თვის გაყიდვების ანგარიში გაავრცელა. ბრენდის შემოსავლები, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7%-ით ნაკლებია და 2.021 მილიარდ დოლარს შეადგენს.
დაცემულია 2022 წლის სრული შემოსავალიც, კონკრეტულად 6%-ით – 6.3 მილიარდ დოლარზე. რაც შეეხება სუფთა მოგებას, ბრენდში აცხადებენ რომ 2022 წელს მოგებამ 348 მილიონი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„2022 წლის გაანალიზებისას ყველაზე დიდ მადლიერებას ჩვენი გუნდის მიმართ ვგრძნობ, რომელთა დაუღალავმა შრომამაც გადაგვალახინა რთული პერიოდი. ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი კომპანია, რომლის მფლობელებიც მილიონობით ადამიანია [საუბარია აქციებზე], ამას მათ გარეშე ვერ შევძლებდით.
მიუხედავად ჩვენი მომხმარებლების ფინანსური არასტაბილურობისა, ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კონტროლი შეენარჩუნებინათ იქ, სადაც ეს შეეძლოთ”,- განაცხადა ბრენდის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ უოთერსმა.
ჯერჯერობით, 2023 წელს შემოსავლის დაცემას ბრენდში ისევ ელოდებიან.