ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის მიუღებელია გია ვოლსკის განცხადება, რომელშიც საუბარი უკრაინაში მყოფ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ მებრძოლებზეა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ლეგიტიმური აქციების შებღალვას ემსახურება და იმაზე მიანიშნებს, რომ ქართული ოცნება უახლოეს პერიოდში თვითგანადგურების რეჟიმში გადავა.