პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. ოპოზიციონერი დეპუტატები კანონპროექტებთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მმართველ გუნდს კანონის მიღება ჯიუტად ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ხალხის მიერ გამოწვეულმა უკომპრომისო წინააღმდეგობამ მათ პროექტი გააწვევინა. ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ იმაზეც, რომ ქართველი ხალხის ძალა ახლა ქვეყანაში არსებული სხვა პრობლემებისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან ქართულმა ოცნებამ უკვე მიიღო გაკვეთილი, თუ რამხელა რესურსი აქვს ხალხის ერთად ყოფნას.