საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოსკოვის შეფასებას ეხმაურება, თითქოს საპროტესტო აქციებში უცხოური ხელი ურევია. ემანუელ მაკრონის მიიჩნევს, რომ კრემლის ტენდენციაა, ხალხის ნებისმიერ მოძრაობაში გარე გავლენა დაინახოს, რადგან რწმენა აქვთ, რომ საზოგადოებრივი აზრი და თავისუფალი ხალხი არ არსებობს. მისივე შეფასებით საქართველომ ძალიან ძლიერი ზეწოლა განიცადა თუმცა ქვეყანა იპოვის გზას, რომელიც უფრო მეტი სიმშვიდისკენ იქნება მიმართული.