საქართველოში გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ესაუბრა. გერმანიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ქართულ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ხალხმა თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად მკაფიო და ძლიერი პოზიცია გამოაჩინა.