პოლონეთმა ბელარუსთან სახმელეთო საზღვრის გამაგრება, ე.წ. “ტანკ საწინააღმდეგო ზღარბების“ მოწყობით დაიწყო. პოლონეთის თავდაცვის მინისტრი „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს, მისი თქმით, პოლონელმა ჯარისკაცებმა თავდაცვითი სიმაგრეების მშენებლობა უკვე დაიწყეს. მისივე თქმით, ეს პოლონეთის თავდაცვისა და შეკავების სტრატეგიის ნაწილია. პოლონეთმა გასულის წლის ზაფხულში, ექვსთვიანი მუშაობის შემდეგ, ბელარუსის საზღვარზე 5 მეტრი სიმაღლის ბარიერის მშენებლობა დაასრულა, რომლის სიგრძეც თითქმის 190 კმ-ია.