თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სტუდენტებს არ შეეხებათ. თავდაცვის ახალი კოდექსით, სტუდენტის სტატუსი სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძვლად რჩება,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სტუდენტები მხოლოდ სურვილის შემთხვევაში გაივლიან სამსახურს და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. მათივე ცნობით, ახალი კოდექსი სრულად თავსებადია NATO-სა და ევროკავშირის სტანდარტებთან.