საერთაშორისო პარტნიორები ე.წ აგენტების შესახებ კანონის ჩაგდებას ეხმაურებიან. ლიდერები ერთხმად ამბობენ, რომ კანონის ჩაგდებით “ქართულმა ოცნებამ” სწორი გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონზე შეფასებები, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც გააკეთა, მან თბილისის პროტესტი მაიდანის მოვლენებთან გააიგივა და აღნიშნა რომ კანონის გაპროტესტება რეალურად ხელისუფლების ძალით შეცვლის მცდელობის დაწყების საშუალებას წარმოადგენდა.