პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულების, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი 5 აპრილამდე გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი, ჯაფარიძისა და მოსიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ სოციალურ ქსელში წერს რომ მას კოვიდი დაუდასტურდა, მოსიაშვილს კი ტვინის შერყევა აქვს და კლინიკაშია მოთავსებული.