საპროტესტო აქციაზე დაზარალებული, ზაზა ბიღიაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ექიმმა, ლევან მეტრეველმა მოინახულა. მეტრეველი აღნიშნავს, რომ ზაზა ბიღიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას ერთ თვალში მხედველობა სრულად დაკარგული აქვს. გარდა ამისა, მეტრეველმა ხაზი მთავრობის გულგრილობას გაუსვა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდის არცერთი წარმომადგენელი დაზარალებულის მდგომარეობით ამ დრომდე არ დაინტერესებულა.