კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსები თავისუფალი არიან გადაადგილებაში და სჯობს, ბედნიერება იქ ეძებონ, სადაც მათი სამშობლოს დროშებს არ დაწვავენ.
„არიან ასეთი ადამიანები. დიახ, ისინი თავისუფალი არიან გადაადგილებაში. ისინი მუდმივად ეძებენ რაღაც უკეთესს და ვერ ხვდებიან, რომ ყველაზე კარგი, ალბათ, სამშობლოა. არავინ უშლის ხელს ბედნიერების სხვაგან ძიებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ბედნიერება ეძებო იქ, სადაც ასეთი სახალხო არეულობა არ არის და სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ", - აღნიშნა პესკოვმა.
პესკოვს დაუსვეს შეკითხვა, რა დამოკიდებულება აქვს კრემლს იმასთან დაკავშირებით, რომ 2022 წლის შემოდგომაზე გამოცხადებული მობილიზაციის დროს ათასობით რუსი გაემგზავრა საქართველოში, სადაც ახლა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის გამო და ახლა ისინი უკან ბრუნდებიან.