საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით ე.წ აგენტების კანონპროექტი ჩააგდო. სასესიო სხდომაზე კანონოროექტს მხარი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ დაუჭირა, თუმცა მისი თქმით, ტექნიკური ხარვეზის გამო მისი ხმა არასწორად აისახა. ოპოზიციონერი დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს სხდომათა დარბაზის გარეთ შეძახილებით დახვდნენ. კენჭისყრის შემდეგ დარბაზი კომენტარის გარეშე დატოვეს მოძრაობა ხალხის ძალის წევრებმა.