გლობალური პროცესების გამო საქართველოში სატრანზიტო გადაზიდვებზე გაზრდილ მოთხოვნას პორტები ვერ აუდიან. ამ მხრივ ფოთის პორტში მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, თუმცა ბათუმის პორტში ტერმინალების დეფიციტის გამო გადაზიდვები დოდადრო ფერხდება. ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ტვირთბრუნვა გაზრდილია როგორც ფოთის, ისე ბათუმის პორტებში. საკონტეინერო ტვირთების მიმართულებით გასულ წელს პორტებში 19%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კერძოდ, 2013 წელთან შედარებით, ბათუმის პორტებში ტვირთნაკადების ზრდამ 20% შეადგინა, ფოთის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 18-ია.