საქსტატმა 2022 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს FDI-მ $2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 61%-ით მეტია. აღსანიშნია, რომ ინვესტიციების ეს მოცულობა 2017 წლის შემდეგ მაქსიმალურია. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია საქართველოში დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდა, რამაც 428 მილიონ დოლარს შეადგინა. მეორე ადგილზეა ესპანეთი, მესამეს კი აშშ იკავებს. თავად ინვესტიციების შემადგენლობაში წამყვანი ადგილი არსებული ბიზნესების რეინვესტიციებს უჭირავს, რაც მილიარდ 280 მლნ დოლარს შეადგენს. უშუალოდ სააქციო კაპიტალში ჩადებული ინვესტიციების ზომა 686 მილიონი დოლარი იყო.