Amnesty International -ის განცხადებით, თბილისში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა - Palitra News

Amnesty International -ის განცხადებით, თბილისში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა

2023-03-10 12:55:41+04:00

Amnesty International-ი თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება.საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ 7 და 8 მარტს ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ მომიტინგეების მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, რაც დაუყოვნებლივ გამოძიებული უნდა იქნას.