„დინამო თბილისის“ მოთამაშეებმა UFC-ს მებრძოლს, მერაბ დვალიშვილის რუს პიოტრ იანთან დაპირისპირებამდე ვიდეომიმართვა გაუგზავნეს, სადაც მას მხარდაჭერას გამოუცხადეს.
შეგახსენებთ, პიოტრ იანთან მერაბ დვალიშვილის დაპირისპირება 11 მარტს, ლას ვეგასში შედგება. პრინციპული ბრძოლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველმა მებრძოლმა ამ დაპირისპირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც დვალიშვილმა აღნიშნა, მისთვის ეს ბრძოლა ჩემთვის პირადულ საკითხს წარმოადგენს, რადგან იანი რუსეთიდანაა, ხოლო თავად საქართველოდან. დვალიშვილმა განაცხადა, რომ ყველამ იცის, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აკეთებს და ასევე რა გააკეთა საქართველოში. დვალიშვილმა თქვა, რომ ქართველი ხალხისთვის გამარჯვება სურს.