კონფერენს ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში „სლოვანმა“, რომელსაც დისკვალიფიცირებული ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარა, გასვლაზე „ბაზელთან“ ფრეს მიაღწია - შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა.
სლოვაკურ გუნდში შეუცვლელად და ჩინებულად ითამაშა გურამ კაშიამ, გიორგი ჩაკვეტაძე კი 77-ე წუთზე შეცვალეს. „ბაზელმა“ „სლოვანს“ თავიდანვე შეუტია, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, მე-6 წუთზე კი ამდუნმა შვეიცარიული გუნდი დააწინაურა. შემდეგ მედვედევმა ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ VAR-ი გოლს 5 წუთი ამოწმებდა. თუმცა, მე-40 წუთზე ზეკირიმ მასპინძლები წინ გაიყვანა.
მეორე ტაიმში ბრატისლავური გუნდი გააქტიურდა, ჩაკვეტაძე უფრო ცენტრში მოქმედებდა, სადაც აშკარად უფრო სასარგებლო გახლდათ, ვაისი ფლანგზე და აბუბაკარმა თავურით თანაფარდობა აღადგინა. ორივე საგოლე გადაცემა სწორედ ვაისმა გააკეთა. კომპენსირებულ დროში "ბაზელს" გატანა შეეძლო, მაგრამ ჩოვანის კარი ძელმა იხსნა. მოკლედ, საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა და ბრატისლაველებს მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსი აქვთ.