ჩინეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად სი ძინპინი უპრეცედენტო მესამე, ხუთწლიანი ვადით აირჩია.
Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) 3 000-მდე წევრმა 69 წლის სი ძინპინი ერთხმად აირჩია. კენჭისყრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და ელექტრონული დათვლა დაახლოებით 15 წუთში დასრულდა. პრეზიდენტის პოსტზე სი ძინპინი ერთადერთი კანდიდატი იყო.
სი ძინპინმა ჩინეთში პრეზიდენტობის ორვადიანი ლიმიტი 2018 წელს გააუქმა.