საერთაშორისო პარტნიორები ე.წ უცხოური აგენტების კანონის გაწვევასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას მიესალმებიან. ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება, რომ გააუქმებს რუსეთის მსგავს უცხოური აგენტების კანონპროექტს, მისასალმებელი ნაბიჯია იმ კრიზისის განმუხტვის მიზნით, რომელიც მხოლოდ მათ გამოიწვიეს.
განცხადებები გაკეთდა, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდანაც. ნედ პრაისი, აშშ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას მიესალმება და მმართველ პარტიას მოუწოდებს, კანონპროექტი ოფიციალურად გააუქმოს.