მეტროსადგური „თავისუფლება“ მგზავრებს შეუფერხებლად და ჩვეულ რეჟიმში ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, ინფორმაცია, თითქოს, „თავისუფლების“ ზედა ფოიეში გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი აირი მგზავრთა გადაადგილების შეფერხების მიზნით, არის სრული სიცრუე და მიზნად ისახავს პანიკის დათესვას.
„გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესო აქციაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მეტროსადგურ „თავისუფლების“ ზედა ფოიეში გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი აირი მგზავრთა გადაადგილების შეფერხების მიზნით.
აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოებაში პანიკის დათესვას”, - აცხადებენ მერიაში.