პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა მეორე შვილი, ლილიბეტი მონათლეს - ნათლობის ცერემონიას სამეფო ოჯახი არ ესწრებოდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ნათლობის ცერემონიაზე მეფე ჩარლზი, კამილა პარკერი, ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამიც მიიწვიეს და ამის შესახებ დიდი ხნით ადრე აცნობეს. თუმცა, ლილიბეტის ნათლობის ცერემონიას სამეფო ოჯახის არცერთი წევრი არ დასწრებია.