გასული კვირის ყველაზე გახმაურებული “დაპირისპირება” თუ, რა თქმა უნდა, შეიძლება ასე ვუწოდოთ სელენა გომესს, ჰეილი ბიბერს და კაილი ჯენერს ეხებათ. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც პოპვარსკვლავმა წარბების ლამინირება გაიკეთა და გამომწერებს საკუთარი შედეგი გაუზიარა: “ჩემი სახელი, ჩემი სახელია… სელენა გომესი… ხედავთ? ჩემი სახელი სექსუალურიც კი არ არის… წარბების ლამინირება გავიკეთე, თუმცა ზედმეტი მომივიდა… ნეტავ, ისეთი ლამაზი ვიყო, როგორიც ბელა ჰადიდია”- დაწერა სოციალურ მედიაში სელენა გომესმა, რომელზაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
სელენას ვიდეოს ატვირთვის შემდეგ ინსტაგრამზე ჰეილი ბიბერისა და კაილი ჯენერის ფოტოები გავრცელდა ვიდეოზარიდან, სადაც მათი თვალ-წარბი კარგად ჩანს. სელენას გულშემატკივრებმა კაილი და ჰეილი ბულინგში დაადანაშაულეს, თუმცა ამ ყველაფერზე ახალგაზრდა მილიარდერმა შემდეგნაირი განცხადება გააკეთა: “არანაირი დაცინვა სელენას მხრიდან, მისი წარბების შესახებ არც კი მქონდა ნანახი პოსტი. ნუ შექმნით ყველაფერს არაფრიდან”. სელენამ კაილის კომენტარს შემდეგნაირად უპასუხა: “მართალია. ეს ყველაფერი არ არის საჭირო. მე კაილის ფანი ვარ”.
აღნიშნული შემთხვევის შემდეგ კაილი ჯენერმა მილიონზე მეტი გამომწერი დაკარგა. ამჟამად სელენას 390 მილიონი გამომწერი ჰყავს და რჩება სოციალურ მედიაში ყველაზე მეტი გამომწერის მქონე ქალ ვარსკვლავად. მეორე ადგილს ამ სიაში კაილი ჯენერი იკავებს, მად ამჟამად 379 მილიონი გამომწერი ჰყავს.