თბილისს გამორჩეული მუსიკოსი, თომას ანდერსი ეწვია.
გერმანული ჯგუფის Modern Talking-ის სოლისტი თანამეწყვილის გარეშე გამოდის სცენაზე და ბენდის თანხლებით 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯგუფის ჰიტებს ასრულებს.თომას ანდერსმა ქართველი მსმენელი მარტივად აიყოლია.
მან ყველა ის ჰიტი შეასრულა, რომელიც გერმანული ჯგუფის რეპერტუარიდან მსმენელს კარგად ახსოვს, მათ შორის You’re my heart, You’ re my soul.
გერმანული მუსიკალური ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ვოკალისტები და მუსიკოსები თომას ანდერსი და დიტერ ბოლენი. მათ მიერ შესრულებული მუსიკა შეიძლება განისაზღვროს, როგორც ევროპოპი და ევროდენსი. 1980-იან წლებში მათ უდიდესი წარმატება მოიპოვეს ცნობილი სინგლებით You’re My Heart, You’re My Soul, Cheri Cheri Lady, Brother Louie, Geronimo’s Cadillac, Jet Airliner და In 100 Years. 1998 წელს ჯგუფი დაბრუნდა სცენაზე, სიმღერების რემიქს-ალბომით Back for Good, მაგრამ, 2003 წელს, 7 ალბომის გამოცემის შემდეგ საბოლოოდ დაიშალა.