პარლამენტში ხვალ პლენარული სხდომა გაიმართება - Palitra News

პარლამენტში ხვალ პლენარული სხდომა გაიმართება

2023-03-09 22:35:35+04:00

პარლამენტში ხვალ, ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა გაიმართება. ბიუროს სხდომა 11:45 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც 12:00 საათზე პლენარული სხდომა ჩატარდება.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მოთხოვნა იყო დაუყონებლივ მოეწვიათ სხდომა, რათა გაეუქმებინათ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი.