არ შეიძლება ევროპისკენ სვლა, მაგრამ რუსეთისკენ ყურება, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი საქართველოში „უცხოური აგენტების“ კანონპროექტების მიერ გამოწვეულ პროტესტებს.
„არ შეიძლება „უცხო აგენტების” რეპრესიული კანონების მიღება, ან თავისუფლების მსურველი მოქალაქეების ცემა, ან ევროპისკენ სვლა, მაგრამ რუსეთისკენ ყურება. არ შეიძლება შენი პრეზიდენტის ნელ-ნელა ციხეში მოკვლა… და რაც მთავარია, არასდროს არ შეიძლება უსმენდე რუსეთს. საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ევროპული!” - წერს პოდოლიაკი.