საერთაშორისო პარტნიორები, ევროპარლამენტარები, საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას - "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევას ეხმაურებიან. ისინი სადავო კანონის გაწვევის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან. ამასთან, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მმართველ პარტიას გაითვალისწინონ საზოგდლების მისწრაფებები და ფოკუსირდნენ 12-ტ პუნქტიან გეგმაზე. კანონპროექტს ეხმაურება კრემლის პრესსპიკერიც. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ქართული კანონპროექტი მოსკოვით შთაგონებული არ არის, კრემლს მასთან არავითარი კავშირი არ აქვს.