"ქართული ოცნება" პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის ჩაგდებას გეგმავს, თუმცა ოპოზიცია ნაადრევად ზეიმს ჯერ არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას უკან დახევად აფასებენ და ბრძოლის გაგრძელების პირობას დებენ. ოპოზიციაში არსებული სულისკვეთება დღეს გაიზიარა ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ. ქართველ ხალხს მიღწეულს შედეგს ულოცავს გიორგი მარგველაშვილიც.