ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტები გაიწვიეს - მმართველი პარტია განმარტავს, რა პროცედურებია საჭირო - Palitra News

ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტები გაიწვიეს - მმართველი პარტია განმარტავს, რა პროცედურებია საჭირო

2023-03-09 19:43:22+04:00

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განმარტეს თუ რა იგულისხმება ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევაში. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაწვევა "ხალხის ძალის" ორივე კანონპროექტს შეეხება.