რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა - Palitra News

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა

2023-03-09 19:34:14+04:00

რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზა გადაიკეტა. საკანონმდებლო ორგანოსთან, 19:00 საათზე დაგეგმილი აქციისთვის ემზადებიან. ადგილზე მოქალაქეები იკრიბებიან.

საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც.

მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.

აქციის მონაწილეები 7-8 მარტს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.

პარლამენტის წინ მოწყობილია სცენა.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7-8 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ ჯამში, 133 პირი დააკავა.