ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს - Palitra News

ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს

2023-03-09 18:57:40+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გადაიდო. პროცესის მიმდინარეობისას მანდატურებსა და ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილს შორის ხმაური იყო. დარბაზში დაწყებული დაპირისპირება სასამართლოს დერეფანში გაგრძელდა. გაღიზიანების მიზეზი ის გახდა, რომ ნიკა მოსიაშვილს მაღალი არტერიული წნევა დაუფიქსირდა, ხოლო მოსამართლემ მოწოდებების მიუხედავად პროცესის შეჩერებაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით კი, ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადა.