თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძისა და პარლამენტთან დაკავებული სხვა პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძისა და პარლამენტთან დაკავებული სხვა პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

2023-03-09 16:05:48+04:00

საქალაქო სასამართლოში პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის, ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათ გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. სასამართლოში 7 მარტს რუსთაველის გამზირზე დაკავებული სხვა მანიფესტანტების სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს.